მურმან დუმბაძე - "გადაეცით ირაკლი ღარიბაშვილს 1:0, მე ისევ ვიცე-სპიკერი ვარ"

მურმან დუმბაძე - "გადაეცით ირაკლი ღარიბაშვილს 1:0, მე ისევ ვიცე-სპიკერი ვარ"

გადაეცით ირაკლი ღარიბაშვილს - 1:0, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ პარლამენტში, პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისადმი მიმართვისას განაცხადა. "როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს ვეუბნებოდი, რომ საქმე არც ისე კარგად არის, როგორც თქვენ გგონიათ, ხელი აიქნია და პარტიიდან გამრიცხა. მითხრა, რომ პარტიიდან გარიცხული ვარ და ვიცე-სპიკერობიდანაც გამრიცხავს. მე მას ვუთხარი - ბატონო ირაკლი, თქვენამდე ძალიან ბევრი ხელისუფალი შემიცვლია და გარწმუნებთ, რომ შეგცვლით თქვენც. გადაეცით ბატონო ნოდარ, ირაკლი ღარიბაშვილს, რომ 1:0. მე ისევ ვიცე-სპიკერი ვარ, ისევ პარლამენტის წევრი ვარ, ისევ ვარ პოლიტიკაში და ირაკლი ღარიბაშვილს აღარასოდეს აღარ ვახსენებ", - განაცხადა მურმან დუმბაძემ და ნოდარ ხადური დაიმოწმა. მან პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს წარმატებები უსურვა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."