გივი თარგამაძე - მთელი დღის განმავლობაში ერთი სიახლე გავიგე, რომ ბატონ ხადურს მართლა არ უყვარს ციკანი

გივი თარგამაძე - მთელი დღის განმავლობაში ერთი სიახლე გავიგე, რომ ბატონ ხადურს მართლა არ უყვარს ციკანი

მთელი დღის განმავლობაში დღეს ერთი სიახლე გავიგე, რომ ბატონ ხადურს თურმე მართლა არ უყვარს ციკანი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გივი თარგამაძემ პარლამენტში, პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებისადმი მიმართვისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრისგან, დამტკიცების შემთხვევაში სიახლეებს არ ელის და მდგომარეობის გაუარესებას ვარაუდობს. "უნდა ვივარაუდოთ, რომ დამძიმდება უფრო სიტუაცია, ვინაიდან თქვენ იმ რეგულაციებს არ შეცვლით, რომელიც თქვენი ვიცე-პრემიერობის დროს ჩამოყალიბდა და რომელმაც ეკონომიკა უკან დახია. თქვენ უკვე აძვირებთ აქციზებს, გააძვირებთ განბაჟებას იმ მანქანების, რომლითაც ყველაზე მეტად სარგებლობს ფართო საზოგადოება, თქვენ არ გაზრდით პენსიას, მიუხედავად იმისა, რომ დასაბუთებულად გეუბნებით, როგორ შეიძლება 50 ლარით მისი გაზრდა, განსხვავებული იქნება ის, რომ კალაძის ხალხი ღარიბაშვილის ხალხს მოსთხოვს მასიურად გადადგომას, ესეც არ იქნება ახალი, ამ წრეზე უკვე მეორედ მივდივართ. მთელი დღის განმავლობაში დღეს, ერთი სიახლე გავიგე, რომ ბატონ ხადურს თურმე მართლა არ უყვარს ციკანი. ეს ნამდვილად სიახლეა", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."