როგორი იყო ჟანა ფრისკეს უკანასკნელი ახალი წელი

როგორი იყო ჟანა ფრისკეს უკანასკნელი ახალი წელი

”ახალი წელი ჟანამ სახლში აღნიშნა, მოსკოვში მშობლებთან, შვილთან, მეუღლესთან, რომლის მშობლებიც აგრეთვე ჩამოვიდნენ მინსკიდან და ჩვენთან ცხოვრობდნენ”, - იხსენებს მომღერლის და, ნატალია ფრისკე. ”ჟანას ნიღბების კრებული ვაჩუქე, სხეულის ზეთები, რათა ავადმყოფობის მერე ფორმაში ჩამდგარიყო. 40 წლის რომ გახდებოდა, მინდოდა პორტრეტი მეჩუქებინა, ამერიკაში მას ფოტოგრაფმა ფეხმძიმეს გადაუღო ულამაზესი ფოტო. სამწუხაროდ, მისი დაბეჭდვა ვერ მოვასწარი... მამამ ჟანას ახალ წელს ფული აჩუქა. ჟანამ მე კაბა მაჩუქა, რომელსაც უკვე აღარ ვიხდი. მშობლებს ჟანამ თეთრეული და პირსახოცები აჩუქა.

12-ზე პრეზიდენტის გამოსვლას მოვუსმინეთ და შემდეგ ტელევიზორი მხოლოდ ფონი იყო, ყველას უნდოდა უფრო მეტი გვესაუბრა ერთმანეთთან. დედამ ახალი წლისთვის ჟანას საყვარელი კერძი მოამზადა - ღუმელში გამომცხვარი იხვი ბრინჯით. მას აგრეთვე ძალიან უყვარდა დედას მომზადებული პელმენები. ჟანა თავადაც ძალიან გემრიელად ამზადებდა. როდესაც მასთან სტუმრად მივდიოდი, რაიმე მხიარულ სიმღერას ვრთავდით და ახალი რეცეპტების მიხედვით ვამზადებდით საჭმელებს. ტოტრებს ვაცხობდით, რიზოტოს ვაკეთებდით და ძალიან ბევრს ვჭამდით”, - იხსენებს ნატალია ფრისკე.

მომზადებულია sobesednik.ru-ს მიხედვით.

"არავის ვკოცნი... ჩანთაში მუდამ მიდევს სპირტი" - როგორ იცავენ თავს კორონავირუსისგან ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოეთში ხშირად მოგზაურობენ

რუსმა მომღერალმა მოყვა, როგორ გაიტაცეს თბილისში, გასტროლებზე ყოფნის დროს

16 წლის ზუგდიდელმა გოგონამ ემინემის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა - "მეგობრებმა და დედამ მთხოვეს ეს ვიდეო ჩამეწერა..."