არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გვარის არის ესა თუ ის მინისტრი - დავით სერგეენკო

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გვარის არის ესა თუ ის მინისტრი - დავით სერგეენკო

გიორგი კვირიკაშვილი უკვე პრემიერის რანგში ჩაატარებს მთავრობის სხდომას, მე ვფიქრობ, რაიმე პრინციპული, დრამატული სიახლე არ იქნება, იმიტომ რომ ბატონი გიორგი უკვე მეოთხე წელია მთავრობაშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

რაც შეეხება მთავრობის მუშაობის მხრივ სიახლეებს მომავალი წლის განმავლობაში, სერგეენკომ აღნიშნა, რომ როგორც მინისტრებმა, ასევე პრემიერმა დაწვრილებითი ანგარიში წარადგინეს პარლამენტში.

"მე ვფიქრობ, საზოგადოებას მკაფიოდ ჩამოუყალიბეს მიმდინარე გეგმები", - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება მთავრობაში მოსალოდნელ გადაადგილებებს, სერგეენკო ამბობს, რომ როგორც ადრე, ახლაც დარწმუნებულია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა გვარის არის ესა თუ ის მინისტრი.

"მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ვითარდება ესა თუ ის დარგი. ცვლილებები მოხდება, ისე როგორც იქნება საჭირო და ამაში რაიმე განსაკუთრებული არ არის", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."