ბათუმში პირველი თოვლი მოვიდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 8 სანტიმეტრამდე თოვლის საფარს ქალაქში გადაადგილების მხრივ პრობლემები არ შეუქმნია.
სამაშველო სამსახურის ცნობით, თოვლის გამო საგზაო შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია და ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა არ შეფერხებულა.
ზღვისპირა ქალაქში თოვა წუხელ გვიან საღამოს დაიწყო. თოვს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. მაღალმთიან ხულოში თოვლის საფარი 25 სანტიმეტრამდეა.