"ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები არ ჰქონდა, რომ უმისამართოდ ესროლა" - თელავში მომხდარ გუშინდელ მკვლელობაზე ახალი ამბები ვრცელდება

"ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები არ ჰქონდა, რომ უმისამართოდ ესროლა" - თელავში მომხდარ გუშინდელ მკვლელობაზე ახალი ამბები ვრცელდება

ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გუშინ, თელავში მომხდარ პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე წერს:

"პატარა ქალაქია თელავი და ყველა ყველას იცნობს. ვინც სადრო მეტრეველს ახლოს იცნობს, ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები არ ჰქონდა, უმისამართოდ ესროლა. იმასაც ამბობენ, რომ გუშინ მომხდარი ფაქტი იყო შურისძიება პოლიციაზე და არა კონკრეტულ პოლიციელებზე, რადგან საპატრულო პოლიცია, ე.წ კანონიერი ქურდის სახლშია განთავსებული.. იმასაც ამბობენ, რომ მკვლელობისთვის დაკავებულს ქურდობა უნდაო. ეს არის ხალხში არსებული მითქმა-მოთქმა. დანარჩენს, გამოძიება დაადგენს. პოლიციელი გმირია!" - წერს ჟურნალისტი.

VIDEO| "შევარდა ავტომატით და ვინც მოხვდა, ესროლა" - თვითმხილველები ჰყვებიან, როგორ მოკლეს პოლიციელი თელავში

გუშინ, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული სანდრო მ. განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

VIDEO| დაჭრილი პოლიციელი ქალი რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

გამოძიებამ დაადგინა, რომ თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის მოსაზღვრედ მცხოვრებმა სანდრო მ.-მ თავისივე ეზოს ღობიდან სამმართველოს ეზოში გასულ ინსპექტორს, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. ბრალდებულმა, ასევე, ერთი გასროლა განახორციელა დაჭრილი თანამშრომლის დასახმარებლად მისული პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილის მისამართით. მიღებული ჭრილობების შედეგად ორივე გარდაიცვალა.

"შევარდა ავტომატით და ვინც მოხვდა, ესროლა" - რას ყვებიან თვითმხილველები თელავის პოლიციაში მომხდარ სროლაზე

"სისხლში იმუნოგლობულინ G-ს არსებობა რეინფექციის რისკს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ამცირებს" - რას წერს ზურაბ გურული ახალი კვლევის შესახებ?

"სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე... ოცი წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს ვემშვიდობები დიდი ტკივილით" - რას წერს ლევან რატიანი

"ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი" - ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მომავალში ადამიანებს, რომლებმაც Covid 19-ის მსუბუქი ფორმა გადაიტანეს