დავით ნარმანია - დედაქალაქში სრული მზადყოფნაა, რომ ახალ წელს ღირსეულად შევხვდეთ

დავით ნარმანია - დედაქალაქში სრული მზადყოფნაა, რომ ახალ წელს ღირსეულად შევხვდეთ

დედაქალაქში უკვე სრული მზადყოფნაა იმისათვის, რომ ახალ წელს ღირსეულად შევხვდეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

"დედაქალაქში უკვე სრული მზადყოფნაა იმისათვის, რომ ახალ წელს ღირსეულად შევხვდეთ. საბოლოო შემაჯამებელი რეპეტიცია გაიმართა იმ ადგილას, სადაც კონცერტი ჩატარდება. ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, დაიწყება ხალხის მობილიზება და ძალიან ბევრია მსურველი და დაინტერესებული, რადგან ძალიან საინტერესო პროგრამაა წელს შემოთავაზებული. ეს იქნება მიშა მდინარაძის საავტორო პროგრამა, სადაც 200-მდე მონაწილე მიიღებს კონცერტის სხვადასხვა მიმართულებით მონაწილეობას. სხვადასხვა ჟანრი იქნება შეთავაზებული, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მართლაც საინტერესო იქნება. მოლოდინი მაღალია, ყველაფერი ორგანიზებულია სათანადოდ და დაუვიწყარი საღამო გველოდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ და მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

"დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, 2016 წელი წარმატებების და ბედნიერების წელი ყოფილიყოს. თითოეული ჩვენთაგანი ველოდებით იმას, რომ 2016 წელი იქნება 2015 წელზე უკეთესი. 2015 წელი ჩვენს ქალაქს საკმაოდ რთული ჰქონდა, რადგან სამწუხარო მოვლენა მოხდა, 13-14 ივნისის სტიქიის სახით და ამ თვალსაზრისით შეიძლება ვთქვათ, რომ არასახარბიელო წელი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წელი კარგი წელი იქნება, ამისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს, კარგი ბიუჯეტი გვაქვს, კარგი და ძალიან საინტერესო პროქტები და პროგრამები გვაქვს. ხალხზე კიდევ უფრო მეტს ვიზრუნებთ და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება კმაყოფილი გვეყოლება", - აღნიშნა თბილისის მერმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია