"ეს არის ბიჭუნა, რომელიც თოვლის ბაბუას არა საჩუქრებს, არა პლანშეტებს... არამედ საკუთარ სიცოცხლეს სთხოვს"

"ეს არის ბიჭუნა, რომელიც თოვლის ბაბუას  არა საჩუქრებს, არა პლანშეტებს... არამედ საკუთარ სიცოცხლეს სთხოვს"

რამდენიმე საათის წინ ვიყავი მასთან. დამხვდა ჩვეულებრივად თბილი, სევდიანი და ჩუმი. ერთი გამიღიმა და დამთავრდა. იჯდა და ნაწყენი ლეკვივით მობუზული, უსმენდა დედას, როგორ ყვებოდა მათი ოჯახის გასაჭირზე... - სულ იმას მეკითხება, დედა, ხომ არ მოკვდებიო, დედა, რამე ხომ არ გტკივაო, არადა, რამდენი რამე თავად სტკივა, ნემსებით დაავადებულ სისხლს რომ უღებენ, ყველა ნემსი ჩემ გულზე გადის, ნეტავ მართლა მოვკვდებოდე და მის ტანჯვას არ ვუყურებდე ამდენი წელი, - ჩივის ავადმყოფი შვილის ავადმყოფი დედა. ეს მიხეილია. მას ხერხემლის ურთულესი დაავადება აქვს, 2007 წლიდან გადატანილი აქვს 8 ოპერაცია, 3 თვეში ერთხელ ესაჭიროება სისხლის გამოცვლა, უამრავი ძვირად ღირებული წამალი და სრულფასოვანი კვება, რომლის საშუალებაც ნაქირავებ ბინაში (სარდაფში) მცხოვრებ პატარა ოჯახს არ აქვს. ბავშვი ისეა დაუძლურებული, ჭამაც კი არ შეუძლია თავისით, ერთადერთი, რაც მის ცხოვრებას აზრს აძლევს, ხატვაა. რის საშუალებასაც მისი "აწყობილი'' ხერხემალი აძლევს, ზის და ხატავს. არსებობს დიდი შანსი, რომ გერმანელი ექიმები მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ ,ოფიციალურად მოწერეს კიდეც ერთ-ერთი კლინიკიდან მიხეილის ექიმს, რომ თუ ბავშვს ჩამოიყვანთ აქამდე, ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელებულს დაგიბრუნებთო

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია