ლაგოდეხში დაკარგულ მონადირეებს ვერტმფრენით ეძებენ

ლაგოდეხში დაკარგულ მონადირეებს ვერტმფრენით ეძებენ

ლაგოდეხში მაშველები სამ მონადირეს ეძებენ. ძებნის ღონისძიებაში ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფია ჩართული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 4 მონადირე სანადიროდ 28 დეკემბერს გავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში, დანარჩენები კი - ამ დრომდე არ გამოჩენილან.

სააგენტოს ცნობით, მათ მონადირეების ოჯახებმა გუშინ მიმართეს და შესაბამისად სამაშველო ღონისძიება გუშინვე დაიწყო. დღეს კი, ძებნის ოპერაცია განახლდა და მასში თბილისიდან მაშველების დამატებითი ჯგუფი ჩაერთო.

ძებნის ღონისძიება ერთი ვერტმფრენით მდინარე კაბალის ხეობაში ტარდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია