"ეკონომიკის ფრონტზე" ქვეყანას რთული ბრძოლების გადატანა მოუწევს - 2016 წლის პროგნოზი

"ეკონომიკის ფრონტზე" ქვეყანას რთული ბრძოლების გადატანა მოუწევს - 2016 წლის პროგნოზი

ექსპერტთა ნაწილი 2016 წელს იმედებს უკავშირებს, ნაწილი კი არასახარბიელო პროგნოზებს აკეთებს. ასეა თუ ისე, ფაქტია - "ეკონომიკის ფრონტზე" ქვეყანას რთული ბრძოლების გადატანა მოუწევს.

დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი:

"მიუხედავად საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებსა და ზოგადად, რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს ჩვენი ეკონომიკა 4,6%-ით გაიზარდა და ერთ-ერთი მოწინავე იყო რეგიონში. შედარებისთვის, ამავე პერიოდში აზერ­ბაიჯანის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2,8% იყო, სომხეთის - 3,4%, რუსეთის - 0,6%, უკრაინის - 6,8 და თურქეთის - 2,9%. 2015 წლის 10 თვეში, წინასწარი შეფასებით, მშპ-ის ზრდა 2,8%-ია, მთელი წლისთვისაც მინიმუმ 2,8%-იან ზრდას ველოდებით. თავდაპირველად სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ზრდაზე იყო დაგეგმილი, თუმცა ჩვენს რეგიონსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო, პროგნოზი 2%-მდე შევამცირეთ. სამაგიეროდ, ეკონომიკური აქტივობის ფონზე, 2016 წლისთვის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 3%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს, როგორც რეფორმატორ ქვეყანას, 2016-2017 წლებში მთელი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება: 2016 წელს 3%, ხოლო 2017 წელს - 5%, რაც ყველაზე მაღალია რეგიონის ქვეყნებში. ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე, მოგეხსენებათ, სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინა გავლენა (ექსპორტიდან შემოსავლის, ფულადი გზავნილების კლებამ), აგრეთვე, უარყოფითმა მოლოდინმა. ლარის კურსში, რომელიც ბოლო დროს აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა, უკვე ასახულია ყველა შოკი, მათ შორის უარყოფითი მოლოდინიც და შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ჩვენ მის გამყარებას ველოდებით. ამის თქმის საფუძველს არსებული ვითარებისა და აგრეთვე, საგადამხდელო ბალანსის პროგნოზის ანალიზი იძლევა, რომელიც ქვეყანაში შემოდინებული და გადინებული ვალუტის მოცულობის ნათელ სურათს გვიქმნის. 2015 წლის მეორე კვარტალიდან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა 16,2%-ით (68,7 მლნ დოლარით), სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 7%-ით (74,7 მლნ დოლარით), მომსახურების ბალანსი კი ჩვეულებისამებრ დადებითია. 2015 წლის 11 თვის განმავლობაში, 2014 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად - 14,8%-ით (1,14 მლრდ დოლარით) შემცირდა საქონლის იმპორტის მოცულობა. იმავდროულად, ტურიზმის ექსპორტიდან შემოსავალი გაიზარდა (+93,45 მლნ დოლარით). მათმა ჯამმა არა მხოლოდ დააბალანსა ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კლებით (შესაბამისად, - 608,7 მლნ და - 341,8 მლნ დოლარით) გამოწვეული უცხოური ვალუტის დანაკლისი, არამედ მას 284 მლნ დოლარითაც გადააჭარბა. შესაბამისად, შემცირებულია წნეხი ეროვნული ვალუტის კურსზე.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია