"ჩვენი რძე ბევრად იაფი იქნება, ვიდრე პაკეტებში ჩასხმული"

"ჩვენი რძე ბევრად იაფი იქნება, ვიდრე პაკეტებში ჩასხმული"

"ჩვენი ქვეყნის ბოლოდროინდელმა კრიზისულმა ვითარებამ მსხვილი ბიზნესიც დააზარალა და მცირეც, გაუჭირდა ხალხს; თუმცა ყოველთვის მოიძებნებიან ისეთები, ვინც საკუთარი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით ახერხებენ ფეხზე დადგომას; ვინც იცის, რომ მიწა მარჩენალია და ყველამ და ყველაფერმა რომ მიგატოვოს, ის მაინც გიპატრონებს!" - მეუბნება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში თამარ დავითური და მათვალიერებინებს, რა შეძლო მისმა­ ოჯახმა, როცა მიწას მიუბრუნდა. მეც უკან მივყვები და გულში განგებას მადლობას ვეუბნები, რომ რაც უნდა გაგვიჭირდეს, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იმედს გიღვიძებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ, თორემ წუწუნი არაფერზე არ ღირს, ყოველთვის გამოჩნდება საშველი. ხელს რომ გაანძრევ, აუცილებლად დაგეხმარება განგებაცა და ადამიანიც. ჩვენ სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის უფროსი ზურაბ სეხნიაშვილი გვეხმარება, თავად კი ამბობს, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, ჩემი ვალია, რჩევა ყველას მივცეო, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, ასე არ არის - ერთ ადამიანს იმაზე რომ შესტკივა გული, მეორეს საქმე გამოუვიდეს და შეუძახებს, ეს ისეთი სტიმულია, ზოგჯერ კაცს მთას დააძვრევინებს...

ამ "მთების დაძვრა" იმ დროიდან მქ­ონდა ჩაფიქრებული, როცა წლების წინათ მთელ ქვეყანასთან ერთად მეც გამიჭირდა.­ რაღაც უნდა მომეფიქრებინა, და მოვიფიქრე - მე და ჩემი ქმარი საცხობებში პურს ვყიდულობდით და მაღაზიებს ვაბარებდით სავსე ყუთებს. იმ წლებიდან ჩემთვის საუკეთესო გასახსენებელი ის არის, რომ ხალხი მენდო­ბოდა, - ყველა იმ მაღაზიის გასაღები მქონდა ჩაბარებული, სადაც პური შეგვქონდა. არავის გასჩენია ეჭვი, რომ შეიძლებოდა რაიმე ფასეული წამეღო. ასე მოვითქვით სული და ამასობაში ჩემმა შვილმა მუშაობა დაიწყო. ოჯახი შექმნა, 3 შვილი ეყოლა და როცა ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მხარში ამოდგომა, მაშინ დაკარგა სამსახური. როგორ უნდა გავჩერებულიყავით უმოქმედოდ?! დუშეთის სოფელ გობიდან ვართ, სახლი იქ ყოველთვის გვედგა. მე და ჩემი მეუღლე ბოსტანსაც ვთესავდით და ხეხილსაც ვუვლიდით, მაგრამ ოჯახის სარჩენად სხვა უფრო სერიოზული საქმე იყო საჭირო და ცოტ-ცოტა ყველაფრის მოშენება გადავწყვიტეთ. ცხოველებისა და ფრინველების პატარა

სადგომი ავაშენეთ, რომელიც ღორების, ქათმებისა და იხვების კიდევ უფრო პატარ-პატარა სადგომებად დავყავით.

- ალბათ, პირველად ძროხით დაიწყეთ, - როგორც ამბობენ, თუ სოფელში ბიზნესს იწყებ, მას ყველაზე "კარგი ფეხი" აქვს.

- ძროხა რომ ოჯახის მარჩენალია, მა­გას რა ლაპარაკი უნდა! პირველი პირუტყვი ნასესხები ფულით ვიყიდე და ყველის ამოყვანა დავიწყე. ყველს ვყიდდი, ნასესხებ ფულს ვისტუმრებდი და ცოტაოდენ რძის ნაწარმს შვილიშვილებისთვისაც ვინახავდი. მომდევნო წლის შემოდგომაზე ბოსელში უკვე 10 სული პირუტყვი დავაბი თავის ბოჩოლებიანად.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია