მერიას 5 ათასი ტონა ტექნიკური მარილის მარაგი აქვს - დავით ნარმანია

მერიას 5 ათასი ტონა ტექნიკური მარილის მარაგი აქვს - დავით ნარმანია

თბილისის მერიას 5 ათასი ტონა ტექნიკური მარილის მარაგი აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, თოვლის გამო, ახალი წლის ღამეს თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე ქვიშა მარილი უკვე დაყარეს.

"ჯერჯერობით ტექნიკური მარილის დაყრის აუცილებლობა არ არის. არის ცალკეული ტერიტორიები, სადაც 1-ელ იანვარს, გამთენიისას მოვიდა თოვლი. ეს არის თბილისს შემოერთებული დასახლებები, სადაც ჩვენ ვიმუშავეთ და დავყარეთ ქვიშამარილი. სადაც საჭიროება იქნება, ყველგან დავყრით. 5 ათასი ტონა ტექნიკური მარილის მარაგი გვაქვს იმისთვის, რომ ქალაქს არ მოაკლდეს ხელი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია