ცის მბრძანებლები - როგორ მუშაობენ ქართველი ავიადისპეტჩერები

ცის მბრძანებლები - როგორ მუშაობენ ქართველი ავიადისპეტჩერები

არსებობს სპეციალობები, რომლებიც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანის ბედს განსაზღვრავენ. ამჯერად ერთ მათგანს,­ ავიამეთვ­ალყურეს გაგაცნობთ­. საქართველოში დაახლოებით 130 საჰაერო­ მეთვალყურეა და ჩვენს ცაზე სიმშვიდე­ სწორედ მათზეა დამოკიდებული. ავიამეთ­ვა­ლყურეს წამით მოდუნების უფლება არა აქვს, შესაძლოა, თვალის წამიერი არიდება სავალალო აღმოჩნდეს და წამებში შეიცვალოს ასობით ადამიანის ბედი...

მეთვალყურეების სამუშაო დარბაზიდან საქართველოს საჰაერო სივრცე სრულად კონტროლდება. აქ ზუსტად იციან, ვინ გადამფრენია და ვინ შემომსვლელ-გამსვლელი. მართვაც ამის მიხედვით ხორციელდება­ და დაყოფილია სამ ნაწილად: რაიონული ცენტრი აკონტროლებს შემომავალ თვითმფრინავს, რომელმაც ჩვენს სივრცეში სიმ­აღლე უნდა დაკარგოს და დაეშვას. თვითმფრინავი შესაბამის ნიშნულამდე რომ ჩამოვა, რაიონული ცენტრის მეთვალყურე მისადგომის ავიამეთვალყურეს გადასცემს ინფორმაციას, რომ მან უზრუნველყოს თვითმფრინავის აეროპორტში შემოსვლა, დაჯდომას კი კოშკურაზე განთავსებული ნაწილი ხელმძღვანელობს.

"ამ პულტთან დაჯდ­ომის შემდეგ გრძნობ, რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია"

ავიამეთვალყურეებს "საქაერონავიგაციაში" ვესტუმრე. მასპინძლობა საჰაერო მოძ­რაობის მართვის მომსახურების განყოფილებამ ითავა. რაიონული ცენტრის ხელმ­ძღვანელი დიმიტრი ონიანი დიდი დარბაზისკენ მიმიძღვება, სადაც მორიგე ჯგუფი ცვლის დასრულებამდე იმუშავებს­. ოთახი სპეციფიკური სამუშაო მაგიდებითა და მონიტორებით არის დაქსელილი, მონიტორებზე კი თვითმფრინავების მოძრაობის ტრაექ­ტორია და საფრენი ტრასების სქემებია დატანილი. ალაგ-ალაგ ციმციმებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადამფრენი ხომალდები.

ოთახში ჩემი შესვლა რუსეთიდან შემო­მავალი თვითმფრინავის პილოტის მოს­ა­ლმებას დაემთხვა. საჰაერო სივრცეში მხოლოდ ინგლისურად და სპეციფიკური ტერმინებით ლაპარაკობენ, ინტონაციაც უცნაური­ აქვთ, თუ ყური მიჩვეული არა გაქვს, ვერაფერს გაიგებ. ავიამეთვალყურე ბექა სამხარაძე ეკიპაჟს ესალმ­ება­ და ანგარიშს იბარებს. ჩრდილოეთ სექტორიდან""სიბირ 909" ერევნისკენ მიემართება, მონიტორზე­ ციმციმასთან, რომელიც თვითმფრინავს ასახავს, მიწერილია "სიმაღლე 370 ეშელონი"­ და სიჩქარე...

ბექა სამხარაძე: "ამ პულტთან დაჯდ­ომის­ შემდეგ გრძნობ, რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია, რადგან შენი და მფრინა­ვის უშეცდომო ურთიერთობაზეა დამოკიდებული ასი, ორასი და ზოგჯერ ათასზე­ მეტი კაცის ბედი. ჩვენ ხმელეთიდან ვცდილობთ, პილოტს დავეხმაროთ ისე გაიაროს­ ტურბულენტური ზონები, რომ დისკომფორტი ვერ იგრძნონ მგზავრებმა. ავიამეთვალყურეები მფრინავის ხმელეთზე დარჩენილი თვალები ვართ"."

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია