ბათუმის პორტში გემების შესვლა შეფერხებულია

ბათუმის პორტში გემების შესვლა შეფერხებულია

ბათუმის პორტში გემების შესვლა შეფერხებულია უამინდობამ ბათუმის პორტში გემების შესვლა შეაფერხა. 30 დეკემბრიდან ოთხი დღის განმავლობაში ბათუმის ნავსადგური საშტორმო გაფრთხილების გამო დახურული იყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის ნავსადგურის კაპიტანმა თენგიზ გადილიამ განუცხადა, ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდებოდა. მისივე თქმით, უამინდობამ შეაფერხა როგორც გემების განრიგზე დაყენება ასევე, ნავსადგურში მყოფი გემებიდან საქონლის გადმოტვირთვის პროცესი.

"30 დეკემბერს შუადღეზე მივიღეთ საშტორმო გაფრთხილება და ნავსადგური დაიხურა საშტორმო ამინდის გამო. გემების შემოსვლა შეფერხდა როგორც უამინდობის, ასევე უადგილობის გამო. ბოლო გემი 30 დეკემბერს შემოვიდა და ნავსადგურიც დაიხურა. წვიმასა და თოვლში ხორბლით დატვირთული გემის გადმოტვირთვა ვერ მოხერხდა. მეორე გემი ზეთით იყო დატვირთული, თუმცა ვაგონები დაითოვლა და ფიზიკურად ვერ განხორციელდა გადმოტვირთვა. 31 დეკემბერს პატარა ტანკერი შემოვიდა, რაც მალევე დაიცალა. ტანკერი ნავსადგურიდან გავიდა და უნდა აღვნიშნო, რომ ნავსადგურის დახურვა ხელს არ უშლის ტანკერის გასვლას", - აღნიშნა თენგიზ გადილიამ.

მისივე განმარტებით, დღეს უკვე ბორანი დგება ნავსადგურთან. თენგიზ გადილიას განმარტებით, გემების დაცლისა და განრიგის გეგმის შედგენისთანავე ნავსადგური გემებს მიიღებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია