"ღვინო აქაურობის გვირგვინია და მცირემიწიანობის პირობებში, არც ერთი გოჯის დაკარგვა არ შეიძლება"

"ღვინო აქაურობის გვირგვინია და მცირემიწიანობის პირობებში, არც ერთი გოჯის დაკარგვა არ შეიძლება"

წლეულს არაერთი ცნობილი თუ უცნობი ადამიანის მამულსა და მათ საქმიანობაზე მოგითხრეთ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ისტორიკოსის, ხელოვნებათმცოდნის, პროფესორ ნიკა ვაჩეიშვილის მამული ატენის ხეობაში გამორჩეული აღმოჩნდა. რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში კითხულობს ლექციებს და მამულში შრომასაც ასწრებს, საკუთარი ცოდნა და ადგილობრივების გამოცდილება ერთმანეთს და თანამედროვეობას შესანიშნავად შეუხამა. ვაჩეიშვილების ოჯახი იქ 2010 წელს დაფუძნდა და მესამე წელია, რაც საკუთარ მამულში მოწეულ ყურძენს წურავს.

"ატენი ბავშვობიდან მიყვარდა. საქართველოს გარდა, ბევრი მშვენიერი ქვეყანა ვნახე, მაგრამ ეს სიყვარული არ გამნელებია. როცა ატენში მიწის შეძენა რეალური გახდა, ოჯახის წევრები უსიტყვოდ დამეთანხმნენ. მამაჩემი, რომელიც ცოტა ხანში 81 წლის ხდება, მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე იქ არის ხოლმე და ხშირად მარტოც რჩება... ზამთარშიც ძლივს ვაჩერებთ თბილისში, ატენისკენ იწევს..."

- 2010 წელს, იღბლიანი შემთხვევის წყალობით, დიდი ხნის ოცნება ამიხდა და ატენში მიწის ნაკვეთი შევიძინე. ზამთარი იდგა, ატენის სიონში უნდა შევსულიყავი, როცა შორს, ფერდობზე, მეველის ჯიხური დავინახე, თოვლის სიმძიმისგან გვერდზე გადახრილიყო. რა კარგი ადგილია-მეთქი, ჩავილაპარაკე. იმ ნაკვეთს ყიდიანო, - მითხრეს. ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე შევიძინე. ამგვარად, ატენში დავფუძნდი. ჯიხური ავიღეთ და მის ადგილას ატენური ქვით სახლი ავაშენეთ. საძირკველი მოვხსენით, ქვეშ ნასახლარი დაგვხვდა. საოცარი იყო, რომ პროექტი, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ შევიმუშავეთ, ზუსტად ძველი ნასახლარის გაბარიტებისა გამოდგა. იქვე წავაწყდით თიხის საღვინე ჭურჭელსა და ზეთის ლამპას, რომელიც XIII საუკუნისა აღმოჩნდა. მას ბუხრის გვერდით საპატიო ადგილი მივუჩინეთ. ჩემთვის ეს ტრადიციებსა და წინაპრებთან კავშირის უწყვეტობაა.

ატენის გარეშე უფროსებიც და ბავშვებიც ვეღარ ვძლებთ. მაგალითად, ახლახან ჩვენმა შუათანა შვილმა, თინათინმა (3 წლის არის), ბაღში ისეთი რამ დახატა, რომ თავიდან მასწავლებლებმა ვერ გამოიცნეს, მერე ატენის ფოტოები რომ ნახეს, მიხვდნენ - სწორედ ის კლდეები, მდინარე, ჩანჩქერი და ხიდი იყო გამოსახული, რომელიც ჩვენს სიახლოვეს არის.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია