"ახლა ამ სახლში მრავალშვილიანი აფხაზური ოჯახი ცხოვრობს..." - მშობლიური სახლი, რომელიც აფხაზეთში დარჩა

"ახლა ამ სახლში მრავალშვილიანი აფხაზური ოჯახი ცხოვრობს..." - მშობლიური სახლი, რომელიც აფხაზეთში დარჩა

ჟურნალისტი კობა ბენდელიანი ფეისბუქის გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სოხუმში საკუთარ სახლსა და აფხაზეთის ომის დროინდელ პერიოდს იხსენებს:

"სოხუმში დარჩენილმა ერთმა კარგმა ადამიანმა, მამაჩემის ყოფილმა მოსწავლემ, ჩემს დას ორი დღის წინ ჩვენი სახლის ორი ფოტო გამოუგზავნა. არ დაგიმალავთ, ძალიან კი "დავიგრუზე", მაგრამ მაინც ყურადღებით კი ვათვალიერე. ამ ეზოში და სახლში გავიზარდე და სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, რაც სამყაროში ხდება, მაინც მაქედან ყურება ვერ მოვიშალე.

თითქოს ბევრი არც არაფერია შეცვლილი. მაგრამ, როგორც ჩანს, ე.წ. პაროვოი ოტოპლენიეს ან ვერ ხმარობენ, ან დახსნილია, ანაც საწვავი ძვირი ღირს და ისევ ფეჩზე არიან გადასულები. ამაზე მეტყველებს ფეჩის ტრუბა და ეზოში მოზიდული შეშა.

ხოო, შესასვლელში, ე.წ. პრიხოჟაში, კარები არ იყო და დაუყენებიათ ახალი კარები. ქვედა სართულზე ერთი ფანჯარაც გამოცვლილია.

ტალავერზეც ვხედავ ცვლილებას. ვენახის უხეიროდ გასხვლის გამო ტალავერის შუაში სიცარიელეა. და კიდევ, მეორე სართულზე მოაჯირი დაჟანგული ჩანს. მე 2-3 წელიწადში მიწევდა მისი შეღებვა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია