სამართალდამცავებმა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმა, ირაკლი კირკიტაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ერთი პირის – ი.კ.-ს აყვანა სამი მუხლის საფუძველზე განხორციელდა".
კერძოდ, მას ბრალად ედება სსსკ 120-ე, 151 და 239-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც, შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, მუქარას და ხულინობას გულისხმობს.
უწყებაში დაკავების და დანაშაულის დეტალებზე არ საუბრობენ.