ქუთაისში დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ქუთაისში დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ქუთაისში, შენობიდან ბეტონის კონსტრუქციის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოში, მკურნალმა ექიმმა განუცხადა.

ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. მრავალსართულიანი კორპუსიდან ბეტონის კონსტრუქცია ჩამოვარდა და დედა-შვილს დაეცა. შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.

თვითმხილველთა თქმით, დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია