ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, უამინდობისგან გამოწვეული შეფერხებები აღმოფხვრილია და ყველა რეისი ჩვეულ რეჟიმში სრულდება.

დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო 2 დღის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტი შეფერხებით მუშაობდა. კერძოდ, აღნიშნული მიზეზით რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა.

გუშინ კი ავიაკომპანია "ვიზეარის" მგზავრები ბუდაპეშტსა და ვარშავაში ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ. ასევე ქუთაისის ნაცვლად თბილისში ჩაფრინდნენ აღნიშნული ქალაქებიდან მომავალი მგზავრებიც.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია