დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 7-8 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღისით აიწევს +15, +17 გრადუსამდე.
რაც შეეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ყინვა შესუსტდება, ღამით მოსალოდნელია -2, +3 გრადუსი, დღისით +6, +11 გრადუსი.