უჩვეულო შემთხვევა რუსთავში - ქორწილში დაწყებული ჩხუბი ნეფის დაკავებით დასრულდა. დარბაზში სტუმრებს შორის შელაპარაკება ხმაურში გადაიზარდა და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველების მიმართ გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ კი, შემთხვევის ადგილზე დამატებითი ეკიპაჟები მივიდა.
პატარძალი ირწმუნება, რომ პოლიციელმა ერთ-ერთ სტუმარს შეაგინა, რის შემდეგაც მხარეებს შორის სიტუაცია დაიძაბა.