ნავთობის ფასის მკვეთრმა დაცემამ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დააზარალა, თუმცა ყველაზე მეტად ფასების ვარდნა ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებზე აისახა უარყოფითად. ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ნედლეულის მოპოვება ბევრ ქვეყანას დღესდღეობით უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მისი გაყიდვა.
დღევანდელი მონაცემებით, ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 38 დოლარს შეადგენს მაშინ, როცა მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ერთი ბარელის მოპოვება 52.50 დოლარი, ბრაზილიაში 49, კანადაში კი - 41 დოლარი ჯდება.
ერთი ბარელი ნავთობის მოსაპოვებლად ამერიკაში საშუალოდ 36 დოლარია საჭირო - ეს მაჩვენებელი ნავთობის საბაზრო ღირებულებაზე დაბალია.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე "შავი ოქროს" მოპოვების პროცესი უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე მისი საბაზრო ფასი, მსოფლიოს წამყვანმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა გადაწყვიტეს შეამცირონ ნავთობის მოპოვების მოცულობა იმ ქვეყნებში, სადაც ხარჯები უფრო მაღალია, ვიდრე მოგება.