წლის საუკეთესო სპორტსმენად მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დასახელდა

წლის საუკეთესო სპორტსმენად მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დასახელდა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინა. წლის საუკეთესო სპორტსმენად კი მოჭიდავე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დასახელდა. დაჯილდოების ცერემონია ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა. საუკეთესო სპორტსმენები ასევე გამოვლინდნენ დამატებით კიდევ 9 ნომინაციაში. ასევე დაწესებული იყო ხუთი სპეციალური პრიზი. საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად მოჭიდავე ზვიად პატარიძე დასახელდა. საუკეთესო პარასპორტსმენი ქალის ნომინაციაში ირმა ხეცურიანი დასახელდა, ხოლო საუკეთესო პარასპორტსმენ მამაკაცად ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური დასახელდა. წლის საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში გამარჯვებული თემურ ყაზარაშვილი გახდა. საუკეთესო სპორტულ ფედერაციად ძალოსნობის ფედერაცია დასახელდა. წლის საუკეთესო გუნდის წოდება მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს ერგო. წლის საუკეთესო მენეჯერად, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დასახელდა. წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე დასახელდა, წლის საუკეთესო მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გახდა. ასევე დამატებით გამოვლინდა 5 სპეციალური პრიზის მფლობელი. წლის აღმოჩენად დასახელდა საქართველოს ძიუდოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები. წლის ბიზნესკომპანიის წოდება "ვითიბი ბანკმა" მიიღო. სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი დააჯილდოვეს. წლის კაპიტნის წოდება საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანს მამუკა გორგოძეს მიენიჭა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და სპორტსმენები.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია