"ლამაზი ნიკო" ქალებს დაერია

"ლამაზი ნიკო" ქალებს დაერია

49 წლის ქართველი ალფონსი ბელორუსის ქალაქ გომელში თაღლითობისთვის გაასამართლეს. ბაჩუკი ტიბუას, იმავე "ლამაზ ნიკოს", განაჩენი გამოუტანეს - ქონების კონფისკაცია და 7 წელი გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში, ასევე დააკისრეს 30 მილიონი რუბლის გადახდა მორალური ზიანისთვის. კაცმა, მოტყუებით, ოთხ გომელელ ქალს 15.000 დოლარის ღირებულების ოქროს სამკაული და ფული დასცინცლა.

"ლამაზი ნიკოს" პირველი მსხვერპ­ლი გახდა 40 წლის მედდა ირინა, რომელმაც სოცქსელში მიიღო შეტყობინება უცნობი მამაკაცისგან. გაიმართა მიმოწერა და კაცმა დროებითი საცხოვრებლის გამოძებნაც სთხოვა. მარტოხელა ირინამ, რომელსაც თვალითაც არ ენახა ნიკო, თავის ნათესავ ქალს სთხოვა, შეეკედლებინა მამაკაცი. მალე ირინას ახალმა ნაცნობმა ფულის სესხება სთხოვა, მანაც თავისი საბანკო ანგარიშიდან მოხსნა 300 დოლარი და მიუტანა. რამდენიმე დღეში კი ქალიშვილის სწავლისთვის გადადებულ ფულს 200 დოლარი მოაკლო და ისიც ქართველ "ბიზნესმენს" ასესხა.

ამასობაში კი ნიკომ ურთიერთობა გააბა კიდევ სამ ქალთან: 48 წლის ლაბორანტმა ტატიანამ მას ფული ასესხა ვითომდა სატვირთო მანქანის შესაკეთებლად, რომელშიც გასაყიდად გამზადებული ტვირთი იდო. ქალმა 11.000 დოლარი გამოართვა თავის ვაჟს, ტროლეიბუსის მძღოლს, რომელიც ბინის საყიდლად ფულს აგროვებდა, ამას დაუმატა 3.000 დოლარი, ოქროს სამკაულები და "ლამაზ ნიკოს" გადასცა.

იხილეთ გაგრძელება

როგორია ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც  საკარანტინე სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოხტა?

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული - რას ამბობს ექსპერტი და რას ურჩევს დამსვენებელს?