ეკა ბესელია - ჩვენი მიდგომაა, რომ გუნდის ხელმძღვანელი მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყოს

ეკა ბესელია - ჩვენი მიდგომაა, რომ გუნდის ხელმძღვანელი მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყოს

ჩვენი მიდგომაა, რომ მმართველი გუნდის ხელმძღვანელი მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარალამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელია ადასტურებს, რომ პარტიის თავმჯდომარედ სწორედ პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება.

"რა თქმა უნდა, გიორგი კვირიკაშვილი განიხილება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ჩვენი მიდგომაა, რომ მმართველი გუნდის ხელმძღვანელი მმართველი პარტიის თავმჯდომარეც იყოს. კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება და ამაზე ალბათ საბოლოოდ შევჯერდებით. ეს ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

"ქართული ოცნება" პარტიის ახალ თავმჯდომარეს ყრილობაზე აირჩევს, რომლის გამართვაც გაზაფხულზეა დაგეგმილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."