თბილისში "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანა დაცხრილეს

თბილისში "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანა დაცხრილეს

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე დღეს დილით, "ჰიუნდაის" მარკის ცარიელი ავტომანქანა დაცხრილეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ სროლის ხმა 12:00 საათისთვის გაიგეს, თუმცა დამნაშავეების შესახებ არაფერი იციან. მათი თქმით, ავტომობილის მფლობელი ამავე კორპუსის მცხოვრებია.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ. მანქანა უკვე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ფაქტს ადასტურებენ შინგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ