დაკარგული ქართველი მონადირეები დაღესტანში დააკავეს

დაკარგული ქართველი მონადირეები დაღესტანში დააკავეს

ლაგოდეხში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული სამი პირი დაღესტანში იმყოფება, - ამის შესახებ ambebi.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან, თუმცა მიზეზი და სხვა დეტალები უცნობია.

"ვიცით, რომ არიან ცოცხლები. იმყოფებიან დაღესტანში. არიან დაკავებულები. სხვა დეტალები არ ვიცით. ახლა მივდივართ მათ ოჯახებში, რომ ეს ფაქტი შევატყობინოთ", - განაცხადეს გამგეობაში.

ლაგოდეხში სამ მონადირეს რამდენიმე დღეა ეძებენ. ოჯახების ინფორმაციით, 28 დეკემბერს 4 მონადირე სანადიროდ გავიდა, თუმცა მათგან უკან მხოლოდ ერთი დაბრუნდა, დანარჩენ სამთან დაკავშირება კი ვერ ხერხდებოდა.

ძებნის ღონისძიებაში ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფიც იყო ჩართული.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია