"დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა" - ზაზა ფაჩულია

"დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა" - ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულია ფეისბუქის გვერდიდან საქართველოს შობის დღესასწაულს ულოცავს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის გულშემატკივრებს:

"გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს! ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია" - წერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი.

შეგახსენებთ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა NBA ALL STAR-ის გამოკითხვის შუალედური შედეგები. სასიხარულოა, რომ ზაზა ფაჩულია რეალურ კანდიდატად იქცა - თუკი აქამდე ის გამოკითხვის შედეგებში საერთოდ არ ჩანდა, ახლა დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა 194 421 ხმით.

იხილეთ ხმის მიცემის პროცედურა დაწვრილებით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია