თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ანტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. aksam.com.tr-ის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან.
არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბიზნესმენები ქართველები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში კონტრაბანდული გზით სავარაუდოდ რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან.
თურქული საიტი aksam.com.tr ავრცელებს სათვალთვალო კამერით სტამბოლის სასტუმროში გადაღებულ კადრებს, რომელზეც მათი ინფორმაციით, ასახულია კონტრაბანდული ნახატის გატანა.