"ნაცმოძრაობა", ნინიები და ეს "ბანბანერკები" მხოლოდ ყვირიან"

"ნაცმოძრაობა", ნინიები და ეს "ბანბანერკები" მხოლოდ ყვირიან"

ახალი წლის დღეებში სოციალურ ქსელში გამოჩნდა ცნობილი­ ადამიანების ახალ-ახალი სტატუსი, რასაც სკანდალების ქარცეცხლი მოჰყვა. საზოგადოების განსაკუთრებული რეაქცია მოჰყვა ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის პოსტს. არანაკლებ სკანდალური აღმოჩნდა ილიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გიგი თევზაძის სტატუსი, რომელიც მან შობა დღეს გამოაქვეყნა: "არ გეწყინოთ, მაგრამ, დღეს, საქართველოში, შობის აღნიშვნა, არის ოკუპანტების მხარდაჭერა და კიდევ ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ". ამ სტატუსებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ზოგი აღშფოთდა, ზოგი გინებაზეც გადავიდა...

ზაზა პაპუაშვილი, პარლამენტარი: - ჩვენ სიტყ­ვის თავისუფლების ფასი არ ვიცით, ზოგიერთს თავისუფლება უზრდელ­ობა ჰგონია. ჩვენთან ყველაფერი­ მოსულა. ასეთია ნინია კაკაბაძეც­ - უზრდელი, უსამშობლო, უღირსი. პატრიარქის და სარწმუნოების ლანძღვა თავისუფლებად ეთვლება. მე მათ "ბანბანერკა" ქართველებს" ვეძახი. ესენი სისხლგაწ­ყალებული ქართველები არიან, რომელთაც არც მამულიშვილობასთან, არც ვაჟკაცობასთან, არც პატრიოტიზმთან ხელი არა აქვთ, იმ ცრუმოძღვრების მიმდევარნი არიან, რომელიც ქადაგებს უსამშობლობას, უსქესობას... ერთს ვიტყვი: "ნაცმოძრაობა", ნინიები და ეს "ბანბანერკები" მხოლოდ ყვირიან. ისინი რუსეთსაც მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით უპირისპირდებიან. მე კარგად ვიცი, რატომ ვუპირისპირდები რუსეთს - იმიტომ, რომ მან სახელმწიფოებრიობა გამიუქმა, მეფე ჩამომიგდო, ავტოკეფალია წამართვა, ეკლესიები გადამიღება და რაც მთავარია, ჩემს ენას და ტერიტორიებს დაემუქრა... ამათ რატომ ეზიზღებათ რუსეთი,­ ვერ გავიგე. ესენი ხომ ზუსტად ისე იქცევიან, როგორც დამპყრობლები - ლანძღავენ ეკლესიას, სარწმუნოებას, წინაპრებს, ტრადიციებს... განაგრძეთ კითხვა

ასევე წაიკითხეთ: სკანდალური ქართველი მწერლები და პოეტები - პოპულარობა "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ხარჯზე"