რა ცვლილებები იგეგმება უცხოელებზე მიწის მიყიდვისას

რა ცვლილებები იგეგმება უცხოელებზე მიწის მიყიდვისას

საქართველოში 2011-2012 წლებში უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის მასობრივმა შესყიდვამ ზოგიერთ რეგიონში კონფლიქტური სიტუაცია შექმნა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ქართლსა და კახეთში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძავლის ინიციატივით, რის შემდეგაც პარლამენტმა 2012 წლის გაზაფხულზე უცხოელების მიერ მიწის შესყიდვაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის ივნისში ეს გადაწყვევტილება გააუქმა.

ამავე წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა კანონპროექტი, სადაც წარმოდგენილი ცვლილებებით განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება აქვთ. აგრეთვე განსაზღვრული იქნება უცხოელების მიერ სასოფლო სამეურნეო მიწის შეძენის პირობები. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი "სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" პარლამენტში თითქმის ორი წლის წინ შევიდა, ის ჯერ კიდევ არ არის განხილული. როგორც პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა "მთელ კვირას" განუცხადა, საკითხი ჯერჯერობით ისევ განხილვის პროცესშია და უახლოეს პერიოდში მისი სესიაზე გატანა არ იგეგმება.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, უცხოელი მოიპოვებს საკუთრების უფლებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე თუ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდროების გზით; და, თუ არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი.

განქორწინების/კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელი ინარჩუნებს წილს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუ ის აკმაყოფილებს უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის ამავე კანონით განსაზღვრულ პირობებს; გააჩნია "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია