"მივბრუნდები სამინისტროში და აუცილებლად გადავდგები" - კახა კალაძე

"მივბრუნდები სამინისტროში და აუცილებლად გადავდგები" - კახა კალაძე

"ახლა მივბრუნდები სამინისტროში და აუცილებლად გადავდგები" - ამგვარი ხუმრობით გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "დიპლომატთა კლუბის" მოთხოვნას. "დიპლომატთა კლუბმა" ენერგეტიკის სამინისტროსა და "გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაუშვებლად მიიჩნევენ კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდეს.

"განსაკუთრებით დაუშვებლად მიგვაჩნია, ქვეყნისათვის ასეთ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასეთ სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებდნენ ის პირები, რომელთა პირადი ინტერესები ცალსახად იკვეთება ენერგეტიკის ბიზნესში. დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდეს პირი სწორედ ასეთი მახასიათებლით", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."