ილია მეორე - მშობლებმა უნდა დალოცონ შვილები, რადგან მშობლის დალოცვა არის ღვთის დალოცვა

ილია მეორე - მშობლებმა უნდა დალოცონ შვილები, რადგან მშობლის დალოცვა არის ღვთის დალოცვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისის დროს ტაძარში გამობრძანებული იყო "მადლის ქვა" და წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი. ტაძარში უამრავი ბავშვი და მშობელი იყო შეკრებილი. მათგან ზოგიერთი მძიმე ავადმყოფიც იყო. უწმინდესმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა, ქრისტეშობა და ახალი წელი მიულოცა. "მადლი ღვთისა, მადლი ახალშობილისა ძისა ღვთისასა იესო ქრისტესი იყოს თქვენ და თქვენი ბავშვებისა ზედა. დღეს დავლოცავთ ჩვენს ახალგაზრდებს, ბავშვებს, ჩემს ნათლულებს და მთელ საქართველოს. საოცარი დამთხვევაა, დღეს არის დღესასწაული 14 000 ბავშვისა, რომელიც მოსპო ჰეროდე მეფემ. 14 000 მოწამე ბავშვის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას. უწმინდესის თქმით, დღეს პარაკლისით ითხოვენ მადლს პატარებისთვის. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მშობლებმა უნდა დალოცონ მათი შვილები, რადგან მშობლის დალოცვა არის ღვთის დალოცვა. სამებაში ბავშვებს მომავალ ორშაბათსაც დალოცავენ.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია