200-მდე ძარცვა - საბერძნეთში ორ ქართველ კრიმინალს ეძებენ

200-მდე ძარცვა - საბერძნეთში ორ ქართველ კრიმინალს ეძებენ

საბერძნეთში ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფების ორ წევრს ეძებენ, რომლებმაც მიმალვა მოახერხეს. ორივე მათგანი 12-კაციან ჯგუფში შედიოდა, რომელმაც საბერძნეთში 200-ზე მეტი სახლი გაძარცვა. სამართალდამცველები ეძებენ 1986 წელს დაბადებულ ხურციძე (ან ადეიშვილი) ამირანსა და 1984 წელს დაბადებულ ლაშა არსენიძეს. საბერძნეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით, 12-ვე მათგანის ფოტოსურათები ბერძნულ მედიაში გამოქვეყნდა. უწყება მოუწოდებს ყველას, დაჯგუფების წევრთა შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ. ბერძნული მედიის თანახმად, დაჯგუფების ლიდერი ადრე რუსეთში ქართული მაფიის ლიდერი იყო. ბოროტმოქმედების საქმიანობის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მილიონ ევროს აღწევს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ