მესი შეუდარებელია! - "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ფორვარდი "ოქროს ბურთს" მეხუთედ დაეუფლა

მესი შეუდარებელია! - "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ფორვარდი "ოქროს ბურთს" მეხუთედ დაეუფლა

11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 2015 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობა გაირკვა.

გასული წლის განმავლობაში ნაჩვენები ინდივიდუალური შედეგების გათვალისწინებით, "ოქროს ბურთის" მთავარ კანდიდატად კატალონიის "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ფორვარდი, 5 ტიტულის მომგები ლიონელ მესი მოიაზრებოდა და პროგნოზიც გამართლა - მესი "ოქროს ბურთს" მეხუთედ დაეუფლა.

ლეო მესის კონკურენციას მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო და ბრაზილიელი თანაგუნდელი ნეიმარი უწევდნენ. შედეგად, პორტუგალიელი მეორე ადგილზე გავიდა, ბრაზილიელი - მესამე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია