გაძვირდება თუ არა მედიკამენტები?

გაძვირდება თუ არა მედიკამენტები?

2016 წლიდან საქართველოში მედიკამენტების ხარისხს უფრო მეტი ყურადღება მიექცევა: პროგრამაში "სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის შესახებ", მნიშვნელოვანი ცვლილება შედის, რომელიც სამკურნალო საშუალებებზე ხარისხის კონტროლს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. სამკურნალო საშუალებების ხარისხის პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2015 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 100 000 ლარით იყო განსაზღვრული. როგორც bpn.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განუცხადეს, პროგრამის ბიუჯეტი ჯერჯერობით 100 ათასი ლარია, თუმცა მისი კორექტირება გარდაუვალია. სავარაუდოდ, ეს თანხა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, თუკი აქამდე მედიკამენტების ხარისხის კონტროლს მხოლოდ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ახორციელებდა, ახლა ამ პროცესში საერთაშორისო ლაბორატორიებიც ჩაერთვებიან, რაც სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლს უფრო ეფექტიანს გახდის: "ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა მასში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას... თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოებასა და ექსპერტულ წრეებში გაჩნდა ეჭვი: მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება სააფთიაქო ქსელში წამლების გაძვირებას ხომ არ გამოიწვევს? - bpn.ge-მ ამ შეკითხვით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა, თუმცა მათ ამ საკითხზე დაზუსტებული პასუხი არა აქვთ: "ჯერჯერობით, არ ვიცით, რა იგულისხმება ამ ახალ რეგულაციაში. როცა ზუსტად გვეცოდინება რეგულაციის შინაარსი, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ სწორი პასუხის გაცემას", - გვითხრა კომპანია "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ლალი ბრეგვაძემ. დაახლოებით იგივე პასუხი გაგვცეს კომპანია PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია