მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო უწყებებში საკადრო ცვლილები - ადმინისტრაციის კომენტარი

მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო უწყებებში საკადრო ცვლილები - ადმინისტრაციის კომენტარი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სამთავრობო უწყებებში მოსალოდნელი საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. როგორც "ამბები.გე"-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია კონკრეტული მინისტრების მოსალოდნელ შეცვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მთავრობის ადმინისტრაციაში ყოველდღიურ რეჟიმში იმართება სამუშაო შეხვედრები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, სადაც კონკრეტული სამინისტროების საქმიანობაზე, მათ სტრატეგიაზე და გეგმებზე მსჯელობენ. ამ დროისათვის მთავრობის შემადგენლობის შეცვლის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."