"შეხვედრებზე ვიყავით მე, ბერა ივანიშვილი, მარჯვნიდან მერაბ სეფაშვილი, მარცხნიდან ნუცა ბუზალაძე" - კახა კალაძე

"შეხვედრებზე ვიყავით მე, ბერა ივანიშვილი, მარჯვნიდან მერაბ სეფაშვილი, მარცხნიდან ნუცა ბუზალაძე" - კახა კალაძე

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ "გაზპრომს" სომხეთისთვის მიწოდებული გაზის სანაცვლოდ, საქართველოსთვის ტრანზიტის საფასურის ფულად ანაზღაურებაზე უნდა დავთანხმდეთ. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადა, სადაც მინისტრი მოადგილეებთან ერთად ექსპერტებს შეხვდა.

კითხვაზე - რატომ დადის მოლაპარაკებებზე ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი და არა უფრო დაბალი რანგის პირი, კახა კალაძის თქმით, "გაზპრომთან" ფაქტობრივად, ახალი პირობების ჩამოყალიბება ხდება. ამასთან "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ესწრებოდა თუ არა "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებს ბერა ივანიშვილი, ვიცე-პრემიერმა ხუმრობით უპასუხა: "შეხვედრებზე ვიყავით მე ბერა ივანიშვილი, მარჯვნიდან მერაბ სეფაშვილი, მარცხნიდან ნუცა ბუზალაძე".

როგორც გუშინ სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, Грузия Online-ის წყაროს მიხედვით, "კახა კალაძის დახურულ შეხვედრებს "გაზპრომის" წარმომადგენლებთან, გადაწყვეტილებების შესრულების გარანტის სახით და იმის დასტურად, რომ ამ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერის ვაჟი - ბერა ესწრება".

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."