მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საბაჟოზე არსებულმა მდგომარეობამ აღაშფოთა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საბაჟოზე არსებულმა მდგომარეობამ აღაშფოთა

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვას საზღვართან "კუჩერგანის" სასაზღვრო გამშვები პუნქტი მოინახულა. ჩინოვნიკი აღაშფოთა არსებულმა პრობლემებმა, მესაზღვრეების მძიმე სამუშაო პირობებმა და მრავალსაათიანმა რიგებმა. სააკაშვილმა მოადგილესთან, იულია მარუშევსკაიასთან ერთად მოინახულა ობიექტი და აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი მუშაობდა. მან ასევე ბრძანება გასცა, რომ მოეშორებინათ რკინის კონსტრუქცია, რომელიც აფერხებდა მანქანების სწრაფად გასვლას და მიეხედათ საპირფარეშოებისთვის.

იხილეთ ვიდეო

მოგვიანებით სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა შთაბეჭდილებების შესახებ და პოსტში გაიხსენა, რომ ასეთივე მძიმე მდგომარეობა იყო ერთ დროს საქართველოშიც, ვიდრე მისმა მთავრობამ არ გაამარტივა საბაჟო პროცედურები და არ შემოიღო მოქნილი მომსახურების სისტემა. "აი რა ხდება, როცა მთავარი ხელმძღვანელები არ იპარავენ და სხვას არ აძლევენ", - წერს საქართველოს ექს-პრეზიდენტი "ფეისბუქის" გვერდზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."