ირაკლი შოთაძე პრეზიდენტზე - "თუ მოგვმართავს, მზად ვართ პასუხები გავცეთ"

ირაკლი შოთაძე პრეზიდენტზე - "თუ მოგვმართავს, მზად ვართ პასუხები გავცეთ"

ჩვენ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთანაც ვითანამშრომლოთ მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე ანგარიშვალდებულება არ გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.

შოთაძემ უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს პროკურატურის მიმართ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები აქვს.

მთავარი პროკურორი ფიქრობს, რომ ეს არის უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა. ამასთან, ირაკლი შოთაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს პროკურატურისთვის შესაბამისი კითხვებით ოფიციალურად არ მიუმართავს.

"თუ მოგვმართავს, მზად ვართ პასუხები გავცეთ", - განაცხადა შოთაძემ.

26 დეკემბერს, ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში, საქართველოს პრეზიდენტმა პროკურატურას შეკითხვით მიმართა, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა სტადიაზეა სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება.

”მე მგონი უკვე მეხუთედ პირდაპირ ეთერში მინდა მოვკითხო საქართველოს პროკურატურას ის საქმეები, სადაც სისტემური დანაშაულებებია, სადაც წამება და ის კატასტროფაა ასახული, რაც ხდებოდა, ამ საქმეებზე რამდენი ადამიანი ჩასმული ციხეში, რამდენის მიმართ მიმდინარეობს ძიება და რამდენი ადამიანი არის სავარაუდოდ, ამ საქმეებში ეჭვმიტანილი? საქართველოს პროკურატურას მინდა მოვკითხო, ეს საქმეები, რომ მერე არ იყოს საუბარი იმაზე, რომ მე რამე არ მოვიკითხე. ამ დონის საქმეები რომ გაჩერებულია სამი წელი და მეტი, რომელი "მესიჯების საქმე" უნდა მომეკითხა? იმიტომ არ მოვიკითხე "მესიჯების საქმე", რომ გაუპატიურებების საქმეზე ღია ეთერში მეხუთედ ვკითხულობ, რა რეალობაა დამდგარი და პასუხს ვერ ვიღებ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ