ბუტა რობაქიძის მამა საქმის მოსამართლის აცილებას ითხოვს

ბუტა რობაქიძის მამა საქმის მოსამართლის აცილებას ითხოვს

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მოსამართლე დავით მგელიაშვილს უნდობლობას უცხადებს და მის აცილებას ითხოვს, - შესაბამისი განცხადება სოსო რობაქიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლე დავით მგელიაშვილი საქმის განხილვას აჭიანურებს.

"სასამართლო პროცესებს იშვიათდ, 5 თვეში ერთხელ ატარებს, დონაძისა და მიქაძის დაცვის მხარეს კი, უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს სასამართლო პროცესებზე, პირადად მე კი, პროცესზე რაიმე უკმაყოფილების გამოხატვის შემთხვევაში მოსამართლე დარბაზს მატოვებინებს", - განაცხადა მან.

სოსო რობაქიძემ ისაუბრა უშუალოდ 11 დეკემბრის სასამართლო პროცესზეც. კერძოდ, მისი თქმით, პროცესზე დაიკითხა მოწმე, "რომელსაც სამი კვირის წინ დამბლა დაემართა და ვერ მეტყველებდა".

"მოსამართლემ მოწმის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროცესზე არაფერი განაცხადა. ამის გამო მე მისი მისამართით ემოციური განცხადებები გავაკეთე და მხოლოდ მოგვიანებით გავიგე რა იყო იმის მიზეზი, რომ მოწმეს მეტყველება უჭირდა", - აღნიშნა რობაქიძემ.

გარდაცვლილის მამა ეჭვობს, რომ მოსამართლე მგელიაშვილი, საქმეში ბრალდებულების - დონაძისა და მიქაძის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენებას აპირებს.

"როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დონაძესა და მიქაძეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა გააჩნიათ", - აღნიშნა მან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ