ირაკლი შოთაძე - იმედია, ალეკო ელისაშვილი ბოლოს და ბოლოს დაასახელებს კონკრეტულ პირს

ირაკლი შოთაძე - იმედია, ალეკო ელისაშვილი ბოლოს და ბოლოს დაასახელებს კონკრეტულ პირს

სამწუხაროდ, პროკურატურას არ აქვს იმის რესურსი, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში შეინახოს ასეულობით კამერის ჩანაწერი, - ასე საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ჟურნალისტებთან საუბარში ალეკო ელისაშვილისთვის გარკვეული ვიდეოჩანაწერის ამოღებასთან დაკავშირებით უწყების უარს გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი შოათაძემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურაში ამ საქმის ფარლებში ჩატარდა უპრეცედენტო საგამოძიებო მოქმედებები, რაშიც იგულისსმება ყოფილი მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილისა და მისი მოადგილის, გიორგი გოგაძის დაკითხვა.

"ეს ადამიანები დაკითხულები არიან. არც გიორგი ბადაშვილი და არც გიორგი გოგაძე არ უარყოფენ ასეთი შეხვედრის ფაქტს. შესაბამისად, რატომ ხდება ამ ჩანაწერებით სპეკულირება, ჩემთვის გაუგებარია. მათ დაადასტურეს, რომ იყო შეხვედრა, თუმცა ამ შეხვედარზე არ ყოფილა საუბარი შეწყალების კომისიის საქმიანობაზე და იმ პრობლემატიკაზე, რომელიც შეწყალების საქმიანობას თან ახლავს.

შესაბამისად, ეს ფაქტები გამოკვლეულია. სამწუხაროდ, პროკურატურას იმის რესურსი არ აქვს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში შეინახოს ასეულობით კამერის ჩანაწერი, რაც საკმაოდ დიდ რესურსს საჭიროებს", - განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, მისი თქმით, ელოდებიან ექსპერტიზიის დასკვნას და ამის შემდეგ გამოძიების შედეგებს საზოგადოებას დეტალურად მიაწვდიან.

"ამავდროულად, მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ალეკო ელისაშვილი ბოლოს და ბოლოს დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც მისივე სიტყვებით, მას მიაწოდა კორუფციული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტულად იმის შესახებ, რომ დეპუტატებს ჰქონდათ შეწყალების საქმეში ქრთამი აღებული. მე ვისურვებდი, რომ მას რეალურად ეთანამშრომლა გამოძიებასთან და რეალურად დაესახელებინა ის პირი, რომელსაც მართლაც შეუძლია გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ", -განაცხადა შოთაძემ.

როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, ნებისმიერი პირის მიმართ, თუ მისი ბრალეულობა გამოიკვეთება, კანონით გათვალიწინებული ღონისძიებები გატარდება.

"ნებისმიერი პიროვნების მიმართ, თუ იკვეთება სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალეულობა, არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც გულსიხმობს მის პასუხისგებაში მიცემას. ჩვენ ამას არასდროს არ მოვრიდებივართ და არც მომავალში მოვერიდებით", - განაცხადა შოთაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ