საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

14-15 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 14-15 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვა, ხოლო მაღალმთაში ქარბუქი. ქვეყნის დაბლობსა და ბარში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, ზოგან კი 17-22 მეტრი იქნება.

"დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ დღისით ტემპერატურა 7-12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 15 იანვარს - 5-10 გრადუსის ფარგლებში. დღეს დასავლეთ საქართველოში 18 გრადუსია.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ დღისით 9-14 გრადუსი დაფიქსირდება, 15 იანვარს - 5-10 გრადუსი; 16 იანვარს - 6 გრადუსი.

მაღალმთიან რაიონებში კი 15 იანვარს ყინვა იქნება - -9 გრადუსი; 16 იანვარს კი -16 გრადუსი.

თბილისში ხვალ, დღისით 10 გრადუსია მოსალოდნელი, 15 იანვარს - 9 გრადუსი, 16 იანვარს კი 6 გრადუსი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე განმარტებით, 16 იანვარს საქართველოში ნალექი შეწყდება, თუმცა ბარში ღამით ყინვაა მოსალოდნელი. კერძოდ, -3+2 გრადუსის ფარგლებში, ზოგან - 6 გრადუსამდე; უშუალოდ თბილისში -1 გრადუსი ყინვა იქნება.

17-18 იანვარს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით 20 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 14 გრადუსამდე გათბება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია