დავით ნარმანია მის მოადგილედ გიორგი ლილუაშვილს წარადგენს

დავით ნარმანია მის მოადგილედ გიორგი ლილუაშვილს წარადგენს

თბილისის მერი დავით ნარმანია მისი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი სოლომონიას შემცვლელს დღეს წარადგენს. როგორც "ამბები.გე"-ს დედაქალაქის მთავრობიდან აცნობეს, აღნიშნულ პოსტს გიორგი ლილუაშვილი დაიკავებს.

ლილუაშვილის წარდგენა მერიაში 11:00 საათზეა დანიშნული.

თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 12 იანვარს დატოვა. ის მუშაობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაგრძობს.

რაც შეეხება გიორგი ლილუაშვილს, ამ დრომდე "ქართუ ჯგუფს" ხელმძღვანელობდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."