სად დაასაქმებენ დეპუტატებს, რომლებიც "ოცნების" ახალ სიაში ვეღარ მოხვდებიან - რას დაპირდა ივანიშვილი გუნდის წევრებს

სად დაასაქმებენ დეპუტატებს, რომლებიც "ოცნების" ახალ სიაში ვეღარ მოხვდებიან - რას დაპირდა ივანიშვილი გუნდის წევრებს

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად განუცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებისას, საპარლამენტო სიაში ყველანი არ იქნებიან, მაგრამ გუნდიდან არცერთი მათგანი არ გაირიყება, - ამის თაობაზე "ინტერპრესნიუსს" ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა დეპუტატმა განუცხადა, რომელიც გუშინ, საგურამოში, გურამიშვილების მარანში, "ქართული ოცნების" წევრების საახალწლო კორპორატიული შეკრების მონაწილე იყო.

მისი თქმით, ეს იყო ის ერთადერთი პოლიტიკური განცხადება, რომელიც გუშინდელ შეხვედრაზე გაკეთდა. "ბიძინა ივანიშვილმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, რომ ყველანი მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე გუნდიდან გაირიყება. საუბარია იმაზე, რომ ის დეპუტატები, რომლებიც საპარლამენტო სიაში ვერ შევლენ, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში დასაქმდებიან", - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი.

იხილეთ ვიდეო

დეპუტატები შეხვედრაზე მეუღლეებთან ერთად მივიდნენ. სუფრას პარლამენტის წევრი თემურ ჭკუასელი თამადობდა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებთან ერთად ძველით ახალი წელი აღნიშნეს. გურამიშვილების მარანში იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ახალი წლის შეხვედრაში ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გარდა, უმრავლესობის არცერთი სხვა ფრაქციის წევრი არ ესწრებოდა, მათ შორის არც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე დაგაინტერესებთ: "ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."