ტყიბულში სიმამრმა სიძე მოკლა - რას ყვებიან თვითმხილველები

ტყიბულში სიმამრმა სიძე მოკლა - რას ყვებიან თვითმხილველები

ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში სიმამრმა სიძე მოკლა. გარდაცვლილი 35 წლის, მკვლელობაში ბრალდებული კი 53 წლის მამაკაცია. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაღუპულს მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. "მოკლული რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. ცოლთან სულ პრობლემები ჰქონდა - ხან ჩხუბობდნენ, ხან რიგდებოდნენ. ერთი თვის წინაც დასცილდნენ. გარდაცვლილი დროდადრო მიდიოდა ყოფილი მეუღლის სახლში, აყენებდა მას და მისი ოჯახის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. დღეს დილითაც დანით მივიდა მათ ოჯახში, ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მსუბუქად დაჭრა ოჯახის კიდევ ერთი სიძე. ამაში ჩაერია მისი სიმამრი და სიძე თავისივე დანით დაჭრა. დაჭრილი სახლიდან გავიდა და რამდენიმე მეტრში გარდაიცვალა", - ყვებიან თვითმხილველები.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ