"ჩემს 6 წლის ბიჭს მივყავარ "პაემანზე"... - შვილის აღზრდის მეთოდი, რომელმაც დედას მილიონობით თაყვანისმცემელი შესძინა

"ჩემს 6 წლის ბიჭს მივყავარ "პაემანზე"... - შვილის აღზრდის მეთოდი, რომელმაც დედას მილიონობით თაყვანისმცემელი შესძინა

ბავშვის აღზრდა არ არის ადვილი საქმე. ამას ეთანხმება მსოფლიოს მასშტაბით ყველა მშობელი. ზოგჯერ ადამიანები საკმაოდ საინტერესო მეთოდს პოულობენ, რათა თავიანთ მემკვიდრეში გააღვიძონ სიკეთე, კარგი უნარ-ჩვევები და აღზარდონ ღირსეული ადამიანები.

მაგალითად, ახალგაზრდა დედამ, ნიკოლმა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ახლახან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტი, სადაც აღწერს, თუ როგორ ცდილობს თავისი შვილი ნამდვილ ჯენტლმენად აღზარდოს. პოსტმა დიდი მოწონება და გამოხმაურება გამოიწვია - რამდენიმე საათში 3 მილიონამდე მოწონება და 500 000 კომენტარი. გთავაზობთ პოსტს:

"თვეში ერთხელ ჩემს 6 წლის ბიჭს მივყავარ "პაემანზე". შევდივართ კაფეში, ის მიმიძღვის წინ, გააღებს კარს, გამოსწევს სკამს, შემომთავაზებს დაჯდომას და უკვეთავს ჩვენს საყვარელ კერძს. მიყვება თავისი სკოლის ამბებს, მეკითხება, ჩემს სამსახურზე, რა არის ახალი და ა. შ. ჩვენ ვსაუბრობთ. ამის შემდეგ ის იხდის ფულს (მთელი თვის განმავლობაში სახლში შესრულებული სამუშაოებისთვის მე მას ვუხდი გარკვეულ თანხას, რომელსაც აგროვებს ჩვენი "პაემანისთვის"), გარდა ამისა, იტოვებს იმდენს, რომ მიმტანს დაუტოვოს "ჩაის ფული".

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია