ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის დეპუტატი მარია გაიდარი, რომელიც აქამდე მიხეილ სააკაშვილის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა, ოდესის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ Укринформ იუწყება.
"ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას მარია გაიდარის მის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით. გაიდარი განაგრძობს მუშაობას სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით", - განაცხადა ჟურნალისტებთან იური ჟაროვმა, გუბერნიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა.
32 წლის მარია, რომელიც რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იგორ გაიდარის შვილია, პროფესიით ჟურნალისტია და ჩინოვნიკად დანიშვნამდე აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა.
ასევე წაიკითხეთ: "მიშა მალე მამა გახდება" - მარია გაიდარი "ოდესის პატარა გუბერნატორს" ელოდება?