როგორ წვრთნიან ქართველ პარაშუტისტებს - რეპორტაჟი მედესანტეთა ბაზიდან

როგორ წვრთნიან ქართველ პარაშუტისტებს - რეპორტაჟი მედესანტეთა ბაზიდან

ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლის ბაზის დათვალიერებისას მეგონა, დროში­ ვიმოგზაურე-მეთქი. ამ ძველ შენობაში წვიმის დროს ისეთივე თავსხმაა, როგორიც გარეთ. სამხედროები ხუმრობენ, ოთახიდან ოთახში ქოლგებით დავდივართო.

აქ 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა. მხოლოდ რამდენიმე კომპიუტერი აქვთ - ოფიცრებს საკუთარი ფულით შეუძენიათ, ისევე, როგორც ბევრი საჭირო ნივთი.

ბოლნისის ბაზაში, საპარაშუტო სწავლების სკოლასთან ერთად, მცირერიცხოვანი სამხედრო ნაწილი დგას. სამუშაო და საცხოვრებელი პირობები ყველას ერთნაირი აქვს. მხოლოდ სასადილოა ახალი და გაფიქრებინებს, რომ მალე ბაზასაც ეშველება, თუმცა, 2016 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს პარაშუტისტების ბაზის მატერიალურ-ტექნიკურად გაჯანსაღებაზე ზრუნვა გათვალისწინებული არ არის. ყური მოვკარი, - ბაზა პრიორიტეტული არ არის და არც მისი რეაბილიტაციის სა­კი­თხია აქტუალურიო! არადა, უნიკალურია. სხვა ქვეყნებში პარაშუტისტების მომზადებას ხშირად ხელს უშლის უამინდობა, ბოლნისში კი მთელი წელი საუკეთესო საფრენი ამინდია. თავის დროზეც ამის გამო შეურჩევიათ ეს ადგილი მათ მოსამზადებლად.

ერთი ამბავი გამახსენდა, - ქუთაისში ბავშვებს­ ცურვას ცარიელ აუზში რომ ასწავლიდნენ...­ ასეა აქაც - საპარაშუტო სწავლების სკოლას თვითმფ­რ­ინავი არ ჰყავს. ეზოში ძველისძველი, ფრინველთა საბუდრად ქცეული, სკორეთი შებილწული საფრენი მანქანები უმოძრაოდ დგას. წვრთნების დაწყებამდე 10 დღით ადრე სკოლა სწავლების საჰაერო ძალებს საგანგებო განცხადებით მიმართავს, რომ საფრენი აპარატი "ათხოვონ".

პარაშუტისტები ასე არ ითვლიან...

ანეკდოტია: რაჭველი თვითმფრინავიდან­ ხტება. გააფრ­თხილეს, - პარაშუტი მეათე დათვლაზე გახსენიო. რაჭველმა­ დინჯად დაიწყო: - ქვე შენი ჭირიმე და ერთი, ქვე ორი და... ქვე ათამდე ძირს დაენარცხა. სინამდვილეში პარაშუტისტები ასე არ ითვლიან...

საპარაშუტო მომზადების სკოლაში მეგზურობა ინსტრუქტორმა, კაპიტანმა გელა ჯიშიაშვილმა გამიწია. ინსტრუქტორს ვთხოვ, გაკვეთილი ისე ჩამიტაროს, როგორც მომავალ პარაშუტ­ისტს. ვიღებთ პარაშუტებს, ვკეცავთ, ვამზადებთ გადმოხტომისთვის, შემდეგ ინსტრუქტორების დახმარებით ვირგებ და ვცდილობ, დავიმახსოვრო, როდის რა გავაკეთო. იმას, რაც ჰაერში მედუზასავით იშლება­, პარაშუტის გუმბათი ჰქვია და მოთავსებუ­ლია სპეციალურ ჩანთაში, რომელიც სხეუ­ლზე გაქვს მორგებული. თვითმფრინავიდან 35 მეტრის დაშორებით, ანუ გადმოხტომიდან 2-3 წამის შემდეგ პარაშუტს ხსნი, საიდანაც ჯერ თოკები გამოდის, შემდეგ კი ჰაერის ნაკადი გუმბათს შლის.

გელა ჯიშიაშვილი: - პარაშუტისტი არ ითვლის 1, 2, 3...

უნდა დაითვალოს სამციფრიანი რიცხვები, მაგალითად: 501, 502, 503. განსაკუთრებით პირველად გადმოხტომისას პარაშუტისტი ძალიან ღელავს და ერთციფრიანი რიცხვების ჩამოთვლით ვერ გათვლის პაუზებს, უცებ ჩაამღერებს - ერთი-ორი-სამიო, რადგან ჩქარობს პარაშუტის გახსნას.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია