საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობს

საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობს

მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი შიმშილობს. ამის შესახებ საუბარია სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დასკვნაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კვლევა 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ინსტიტუტმა ასევე დაადგინა ე.წ. შიმშილობის ინდექსი სხვადასხვა ქვეყნისათვის და შესაბამისი სიაც შეადგინა.

განვითარებული ქვეყნების უმეტესობა ამ სიის მიღმა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ პრაქტიკულად არავინ შიმშილობს. რაც შეეხება საქართველოს, კვლევის ავტორთა ანგარიშით, 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნეში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. მაგალითად, აზერბაიჯანში მოსახლეობის მხოლოდ 1,7% შიმშილობს, სომხეთში - 5,8%, თურქეთში - 0,2% და რუსეთში - 0,7%.

ყველაზე სავალალო მდგომარეობა ჰაიატიზეა, სადაც მოსახლეობის 53,4% შიმშილობს, შემდეგ მოდიან ზამბია - 47,8%, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 47,7%, ნამიბია - 42,3%, ჩრდილოეთ კორეა - 41,6% და ჩადი - 33,4%.

აღსანიშნავია, რომ სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტს "შიმშილობის ინდექსი" კიდევ რამდენჯერმე აქვს გამოქვეყნებული - 1995, 2000 და 2005 წლებში, საქართველოში კი, მათი დასკვნით, ასეთი მდგომარეობა იყო: 1995 წელს საქართველოს მოსახლეობის 46,4% შიმშილობდა, 2000 წელს - 14,8%, 2005 წელს კი - 6,3%.

ქართველ სპეციალისტთა შეფასებები კვლევის იმ შედეგთან დაკავშირებით, რომ 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობდა, არაერთგვაროვანია.

სტატისტიკის სპეციალისტის ნოდარ კაპანაძის განმარტებით, ეს რეალური მაჩვენებელია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია